სანდრო კვიტაშვილს მეუღლე გარდაეცვალა – ,,მაპატიე, საყვარელო, მე შემეშალა…”

სანდრო კვიტაშვილს მეუღლე გარდაეცვალა - ,,მაპატიე, საყვარელო, მე შემეშალა...''სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლ მი­ნის­ტრ სანდრო კვიტაშვილს ცოლი გარდაეცვალა. ამის შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში.

,,მე შენ მიყ­ვარ­ხარ. სა­დაც უნდა იყო, მე შე­მე­შა­ლა, ვერ შევ­ძე­ლი შენი გა­დარ­ჩე­ნა, მა­პა­ტიე, საყ­ვა­რე­ლო…” – დაწერა სანდრო (ალექ­სან­დრე) კვი­ტაშ­ვი­ლმა.

ანას­ტა­სია ოს­ტრო­ვსკაიას ოპერაცია დასჭირდა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სანდრო კვიტაშვილმა და ანასტასია ოსტროვსკაიამ 2 წლის წინ იქორწინეს. ისინი ამერიკაში, ნიუ იორკში ცხოვრობდნენ. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის პირველი ცოლი ნიკოლ ჟორდანია იყო – ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და რეჟებ ჟორდანიას შვილი.

სანდრო კვი­ტაშ­ვი­ლი 2010-2013 წლებში თსუ-ის რექ­ტო­რიც იყო.