ქართველი ემოები საფლავებს შეურაცხყოფენ – ,,ჯერ სად ხართ, აწი ნახეთ”, – ბესო ჩუბინიძე

ქართველი ემოები საფლავებს შეურაცხყოფენ - ,,ჯერ სად ხართ, აწი ნახეთ", - ბესო ჩუბინიძეჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა ქართველი ემოები საფლავებს შეურაცხყოფენ. ვიდეოს აწერია _ ,, დაიცავით საფლავები!”.
,,გახსოვთ, ხომ ჯაჯანიძის ის გადაცემა, ერთადერთი ადამიანი რომ ავღმოჩნდი,  რომელიც ამათ და ამათ დამქაშებს დაუპირისპირდა?! – ალბათ აღარ გახსოვთ. ის მაინც გემახსოვრებათ, მერე ამათმა შეფმა კანიბალიზმი რომ გამოავლინა, თავისი ნაშის დედიკო რომ მოკლა, დაჩეხა, დაჭრა, დააბასტურმა და მაცივარში რომ შეინახა. სანამ ეს ფაქტი გამოვლინდებოდა, 2 თვე  „მთელი“ საქართველო ახალგაზრდების და მათი მომავლის მტერს რომ მეძახდა და 2 თვის მერე გმირი გავხდი.
რაც ვიცი, მხოლოდ იმას ვლაპარაკობ ყოველთვის! ასე იქნება ყოველთვის!
ჰოდა, აწი უყურეთ ამათ და ამათ მიმდევრებს…. და ისხედით ჩუმად და მე მეძახეთ – აგრესიული, ჰომოფობი, ქსენოფობი, ნარკომანების და პლანაქეში ახალგაზრდების მტერი…. და რა შედეგს მიიღებთ, ხომ უკვე ხედავთ?! ჯერ სად ხართ… აწი ნახეთ”, – წერს ბესო ჩუბინიძე.