“პატრულმა დამაჯარიმა და 20 წუთში ფბ-ში მომწერა ამხელა აყლაყუდა ცოლიანმა კაცმა” – ია ბიგვავა

"პატრულმა დამაჯარიმა და 20 წუთში ფბ-ში მომწერა ამხელა აყლაყუდა ცოლიანმა კაცმა" - ია ბიგვავამოქალაქე ია ბიგვავა აცხადებს, რომ პატრულის თანამშრომელმა სამსახურებრივი მდგომარეობა არამიზნობრივად გამოიყენა.

ია ბიგვავა ამბობს, ის სამარშუტო მიკროავტობუსით მგზავრობისას პირბადის არქონის გამო პატრულმა დააჯარიმა, შემდეგ კი ტელეფონზე შეტყობინება გაუგზავნა.

ია ბიგვავას თქმით, მან გზაში მგზავრობისას, რამდენიმე წუთით მოიხსნა, რადგან ბრონხიტი აწუხებს, პატრულმა ფანჯრიდან დაინახა მარშუტკა, შემდეგ როცა გააჩერა მანქანა, მას უკვე ჰქონდა პირბადე, თუმცა მაინც დააჯარიმა და უთხრა, რომ ჯანმრთელობის ცნობა უნდა ჰქონდეს.

“წამოვედით, არ გასულა 20 წუთი და ფბ-ში მწერს, შევდივარ გვერდზე და ამხელა აყლაყუდა ცოლიანი კაცი ყოფილა და აქ რა დღეშია. რა თქმა უნდა არ ვპასუხობ სმს-ზე. თურმე სამსახურებრივ მდგომარეობას მაგრად იყენებს”, – დაწერა მოქალაქემ ფეისბუკზე.

ის პატრულ-ინსპექტორ თენგიზ ყოლბაიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

ლაივპრესი