ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ვანში კალოშები დაარიგეს”

ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ვანში კალოშები დაარიგეს"ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ვანში, წყალტუბოსა და სამტრედიაში, სადაც მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ის მთელი დღის განმავლობაში ითხოვდა საოლქოში შესვლას, სადაც მისი საჩივრები იხილებოდა, მაგრამ შენობაში არ შეუშვეს.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

-ვანში კალოშებს არიგებდნენ. ეს რომ საკუთარი თვალით არ მენახა, იუმორის ნაწილი მეგონებოდა. წყალტუბოში არიგებდნენ 50 ლარს, სამტრედიაში _ უფრო მეტს.