მიშა გომიაშვილი: ,,ექიმებმა სიკვდილის უფლება არ მომცეს… სუსტად ვარ”

მიშა გომიაშვილი: ,,ექიმებმა სიკვდილის უფლება არ მომცეს... სუსტად ვარ"მსა­ხი­ობ­ი მიშა გო­მი­აშ­ვილი ექიმებმა სახლში გამოწერეს. მან­ მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი გა­და­ი­ტა­ნა.

,,ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი, ბევ­რი ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი (რაც ძა­ლი­ან მახა­რებს), მი­რე­კავს, მწერს, აინ­ტე­რე­სებთ ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. მო­გახ­სე­ნებთ: კო­რო­ნა­ვირუ­სი, ღვთის წყა­ლო­ბით, არ მაქვს! 2 კვი­რა ვი­წე­ქი ,,გუ­ლის” კლი­ნი­კა­ში, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ექი­მე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბაც კი არ მომ­ცეს… ერთხელ გა­მი­ჩერ­და გული და იმ­დე­ნი დენი გა­ა­ტა­რეს ჩემ­ში, სა­ნამ არ ამი­მუ­შა­ვეს! ვი­წე­ქი დი­აგ­ნო­ზით: მი­ო­კარ­დი­უ­მის ქვე­მო კედ­ლის მწვა­ვე ტრან­სმუ­რუ­ლი ინ­ფარ­ქტი!

გა­მი­კე­თეს კო­რო­ნა­როგ­რა­ფია-ან­გი­ოპ­ლას­ტი­კა 1 წამ­ლით და­ფა­რუ­ლი სტენ­ტით. ახლა ვარ სახ­ლში, ცოტა სუს­ტად…”, – წერს მსა­ხი­ო­ბი.