მარიამ კუკუნაშვილი: ,,მე და ჩემმა ქმარმა შვილებს დიდი დრო დავუთმეთ”

მარიამ კუკუნაშვილი: ,,მე და ჩემმა ქმარმა შვილებს დიდი დრო დავუთმეთ",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ქართველი მილიონერი, ინვიტრო კლინიკების მფლობელი მარიამ კუკუნაშვილი ,,სარკესთან” ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობს:

– ჩემი მეუღლე სახლში იჯდა პანდემიის დროს და, ამ მხრივ, მადლობელიც ვარ კორონასი, რადგან მას და შვილებს ამდენი დრო ერთად კარგა ხანია არ გაგვიტარებია. საქმისა და გადარბენების გამო სულ ერთმანეთი გვაკლდა. მეტი დრო გაჩნდა ემოციებისთვის, ერთმანეთისთვის.

მუდამ საქმეში რომ ხარ და ღამის 12 საათზე ბრუნდები, აღარ გრჩება ემოციისა და ბავშვებთან თამაშის დრო. ახლა, დაწყებული კალათბურთით, რას აღარ ვაკეთებდით ბავშვებთან ერთად.

– თქვენი ბომონდური შეკრებები ცნობილი იყო კორონამდელ ცხოვრებაში. ისევ ახერხებთ მეგობრები შეკრებას?

– როცა მინდოდა, ბომონდურ წვეულებას მაშინ ვაწყობდი და კორონასი არც მე შემშინებია და არც ჩემს მეგობრებს. გავა დრო და გამოჩნდება, რა აფერაც იყო.

კორონობის პერიოდში ჩემს სახლს პროფილი შევუცვალე და საგანმანათლებლო დაწესებულებად გადავაქციე – დილა იწყებოდა იოგას მასწავლებლის მოსვლით და გრძელდებოდა ფოტოგრაფიის გაკვეთილებით. მერე იწყებოდა სამსაათიანი ცეკვის რეპეტიცია, მერე – ბავშვების ცურვის მასწავლებელი… მძღოლებს ვაგზავნიდი და პედაგოგები მოჰყავდათ, მეგობრებიც მოდიოდნენ და ეს პერიოდი ასე კარგად გავატარე…

რამდენიმე სამეგობრო წრე მყავს – ჩემი კლინიკის თანამშრომლები, ფარულავა-კუზანოვას წრე (გულისხმობს მსახიობ ია ფარულავას და კარდიოლოგ ნინო ნადირაძე-კუზანოვას – რედ.შენ.). ინდოეთში რომ ჩავდივარ, იმდენი მეგობარი მელოდება…

ადამიანებს ენერგეტიკულად ვგრძნობ. თანამშრომლის არჩევისას გასაუბრებებს ვატარებ, სივი საერთოდ არ მაინტერესებს, ენერგეტიკულად უნდა ვიგრძნო. რომ დავინახავ, ვხვდები, თუ ჩემი ადამიანია. ემოციურად გაყინულ ხალხთან მეგობრობა არ შემიძლია.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”