ლევან ბერძენიშვილი: “საზოგადოების ავადმყოფი ნაწილი ინტენსიურად მირეკავს…”

ლევან ბერძენიშვილი: "საზოგადოების ავადმყოფი ნაწილი ინტენსიურად მირეკავს..."რესპუბლიკური პარტიის წევრი, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მას ხშირად ურეკევენ გარკვეული ადამიანები და მათი საუბრიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების ნაწილი ავადაა.

“საზოგადოების ავადმყოფი ნაწილი ინტენსიურად მირეკავს და თავისი საქციელით მღელვარედ მიდასტურებს, რომ ნამდვილად ავადაა და დიაგნოზი არ არის დამაიმედებელი”, – წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლევან ბერძენიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ ყველა, ვინც “ქართულ ოცნებას” მხარი დაუჭირა, ჩვენი ნაციის სამარცხვინო ნაწილია.

„ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც ჩაიდინა და რასაც ბოდავს ახლა მისი მთავარი ექსპერტი და პიარსპეციალისტი ირაკლი კობახიძე, ვისაც ეს მოსწონს, ეს ხალხი ჯანსაღი არ არის. ამიტომ აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომელიც თავს იავადმყოფებენ​“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა.

პრაიმ ტაიმი