ჯანეტ ქერდიყოშვილი: ,,დღეს ჩემი დაიკო 19 წლის გახდებოდა”

ჯანეტ ქერდიყოშვილი: ,,დღეს ჩემი დაიკო 19 წლის გახდებოდა",,დღეს ჩემი დაიკო 19 წლის გახდებოდა” – დაწერა ჯანეტ ქერდიყოშვილმა. მის ცხოვრებაში ეს უდიდესი ტრაგედია მაშინ დატრიალდა, როცა ძალიან ბედნიერი იყო. ის ,,მის საქართველო” გახდა, 3 დღის შემდეგ კი ეს უბედურება დაატყდა თავს.

-დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­დეგ თავს ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა. ანე­ტა დედ­მა­მიშ­ვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და ძა­ლი­ან ვა­ნე­ბივ­რებ­დით. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ,,მის მსოფ­ლი­ოს” კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ბო­ლოს,ისევ მის გამო გა­ვემ­გზავ­რე: გა­ვიხ­სე­ნე, თუ რო­გორ იკე­თებ­და ჩემს ლენტს, რო­მელ­ზეც ,,მის სა­ქარ­თვე­ლო” ეწე­რა. ამ­ბობ­და:,,მე ვარ ანე­ტა ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, ,,მის სა­ქარ­თვე­ლო”. მე­კი­თხე­ბო­და, ინ­გლის­ში რომ წახ­ვალ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ხომ გნა­ხა­ვო. მთხოვ­და, კონ­კურ­სზე წა­სულს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მის­თვის ხელი და­მექ­ნია…

დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ჩემი და­ი­კო ჩემ გვერ­დით აღა­რაა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და ჭორი, რომ ანე­ტა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე იყო, იმ ბავ­შვის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­დაო. ეს აბ­სურ­დია. ანე­ტა ერთ-ერთ ქარ­თულ სკო­ლა­ში და­დი­ო­და! ალ­ბათ ჭორი იმი­ტომ გავ­რცელ­და, რომ ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი უჭირ­და…

იმ დღეს მე და დედაჩემი გავედით საქმეებზე. სახლში დავტოვეთ ჩემი ძმა და ჩემი და, ანეტი. 10 წლის იყო, ძალიან მაღალი იყო, ტანადი, პუტკუნა ხელებით, ლოყებით… ვიღაცებმა დაიწყეს კარზე რეკვა. მას შეეშინდა, ვიღაც რეკავდა, თან მარტო იყო. ეტყობა, ისე გააღო ფანჯარა, ვერ დაიჭირა წონასწორობა, – ყვებოდა ჯანეტ ქერდიყოშვილი თავის დიდ ტკივილზე სხვადასხვა ინტერვიუებში.