ირაკლი კვეკვესკირი: ,,ჩემი ყველაზე პაწაწუნა პაციენტი 2 კვირა აპარატზე იყო და გაეწერა სრულიად ჯანმრთელი”

ირაკლი კვეკვესკირი: ,,ჩემი ყველაზე პაწაწუნა პაციენტი 2 კვირა აპარატზე იყო და გაეწერა სრულიად ჯანმრთელი"ექიმი ირაკლი კვეკვესკირი თავის ყველაზე პატარა პაციენტზე წერს, რომელმაც კოვიდ-19 დაამარცხა.

,,ჩემი ყველაზე პაწაწუნა კოვიდ დადებითი, საკმაოდ მძიმე პაციენტი (2 კვირა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ფილტვების 70% დაზიანებით) გაეწერა სრულიად ჯანმრთელი… გამოჯანმრთელებული პაციენტია თვით ბედნიერება.
ეს პოსტი დავდე არა იმიტომ, რომ რამე განსაკუთრებული ჩავიდინე, არამედ ჩემი ბედნიერება გამეზიარებინა და ამ რთულ ჟამს ცოტა პოზიტივი შემეტანა თითოეულის ცხოვრებაში. გისურვებთ ჯანმრთელობას”, _ წერს ირაკლი კვეკვესკირი.