ინგა გრიგოლია: ,,მომიკვდა ჩემი მოხუცი ბიჭი, ისეთი უბედური ვარ, ისეთი…”

ინგა გრიგოლია: ,,მომიკვდა ჩემი მოხუცი ბიჭი, ისეთი უბედური ვარ, ისეთი..."ტელეჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ერთგული მეგობარი მოუკვდა _ ბიბი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

,,მომიკვდა ჩემი მოხუცი ბიჭი. 17 წლის წინ ძალით რომ შემომაჩეჩეს, იძულებით რომ შემოვიდა ჩვენს ოჯახში და მერე ისე შემშალა სიყვარულისგან, რომ ადამიანებზე მეტად შემიყვარდნენ ძაღლები. ამ ბიჭის დამსახურებაა ჩემი გადარევა ცხოველებზე და დღეს ისეთი უბედური ვარ, ისეთი…

ეს ყოფილა უმძიმესი დარტყმა, შენი ხელით გაზრდილი ძაღლი რომ მოგიკვდება. მარტო ის მაწყნარებს, რომ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა. წავიდა და გაფრინდა ცისარტყელაზე. მგონია, რომ გული გამისკდება. ბიბი _ იმდენი გვაქვს ნაბრძოლი მისი სიცოცხლისთვის ამ წლებში, მოხუცდა და მაინც წავიდა. ნათია ბერიძე – მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ 17 წლის განმავლობაში ბიბისთვის გააკეთე’.