ნიკა გვარამია: ,,პოლიციამ ჩვენგან გაიგო ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის”

ნიკა გვარამია: ,,პოლიციამ ჩვენგან გაიგო ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის",,მთავარი” არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია წერს, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკში” მომხდარ დანაშაულზე ბევრი რამ იცის და მალე ამ ინფორმაციას საჯაროს გახდის.

,,ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის. როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტისთვისაც, ესეც ვიცით.
ამ ყველაფერზე დღეს არ ვისაუბრეთ საჯაროდ, პოლიციის თხოვნით. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება. დროებით, ხვალამდე”, – დაწერა ნიკა გვარამიამ.