ნიკა გვარამია: ,,დიდი ყ**ები ხართ, ვინც ვოლტის კურიერს აგინებთ”

ნიკა გვარამია: ,,დიდი ყ**ები ხართ, ვინც ვოლტის კურიერს აგინებთ'',,ვოლტის” გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. ზოგი მოითხოვს, სამსახურიდან გაათავისუფლონ კურიერი, რომელმაც ,,ვლოტის კლიენტს ესემესი მისწერა, ზოგი კი კომპანიას ემუქრება, თუკი ამ ბიჭს გაათავისუფლებთ, პროტესტის ნიშნად თქვენი სერვისით არასოდეს ვისარგებლებთო. ,,მთავარის” გენერალური დირექტორი ამ სკანდალს ასე ეხმაურება:

,,უკაცრავად, როდის გახდა სრულწლოვანის მიერ მეორე სრულწლოვანისთვის კომპლიმენტის, გინდაც სექსუალური ურთიერთობის შეთავაზების შემცველის გაკეთება დანაშაული?

გერევათ, ქაჯებო, ეგ სამსახურებრივად დაქვემდებარებულების იძულება არ შეიძლება მათი სამსახურებრივი დამოკიდებულების გამოყენებით. ააა, თუ ზოგადად კურიერმა, ოფიციანტმა, სახლში დამლაგებელმა, მუშებმა და სხვა ,,მოსამსახურეებმა” ანუ ,,ქვემდგომმა რასამ” არც კი უნდა გაბედოს?

ძალიან დიდი ყ**ები ხართ, ვინც ვოლტის კურიერს აგინებთ. ვინც ეგ პასუხი დაუბრუნა და მერე გამოუქვეყნა, იმას ყველაფერი წესრიგში ნამდვილად არა აქვს. ტელეფონით მისწერა ტიპმა, სახლში არც კი უთხრა. სუფთა ის შემთხვევაა, ,,კურიერმა როგორ გამიბედა”.