ირა შულაია, რომელიც სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, საფრანგეთში გარდაიცვალა

ირა შულაია, რომელიც სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, საფრანგეთში გარდაიცვალაქართველი ემიგრანტები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ. საფრანგეთში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ირა შულაია გარდაიცვალა.

ორი თვის წინ მძიმე ავადმყოფი ქალი მთავრობისგან დახმარებას ითხოვდა, რომ ოჯახის და შვილების სანახავად რეანომობილით საქართველოში გადმოეყვანათ.

,,მე ვერ დავამარცხე ვერაგი დავადება, რომელსაც უცხოეთში ვებრძვი. ჩემი გადადგილება და საქართველოში ჩამოყვანა, რომ ცოცხალი მნახონ ჩემებმა, მხოლოდ რეანიმობილითაა შესაძლებელი,  რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, 30 000 ევროსთან. უმორჩილესად გთხოვთ, თუ ვინმესთან ხმა მიგიწვდებათ, საქართველოს მთავრობასთან, რომ დამეხმარონ, სამშობლოში, ოჯახში დავასრულო სიცოცხლე. უღრმესი მადლობა, უფალს ებარებოდეთ ყველა”, – წერდა ირა შულაია.