გიორგი მამულია: ,,ცუდად მიდის საქმე საფრანგეთში”

გიორგი მამულია: ,,ცუდად მიდის საქმე საფრანგეთში"საფრანგეთში მცხოვრები გიორგი მამულია სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდ-19-ით დაინფიცრებულთა რიცხვი ძალიან გაიზარდა და კლინიკები გადაჭედილია.

,,ცუდად მიდის საქმე საფრანგეთში. მხოლოდ გუშინ 28 000 კაცი დაინფიცირდა კორონავირუსით. უარესი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, პარიზშია. თუ ასე გაგრძელდა, ახალი კარანტინი გაზაფხულამდე არ აგვცდება, რადგან საავადმყოფოები უკვე ძლივს აუდიან დაავადებულთა ნაკადს (კარანტინი, ნაწილობრივ, უკვე თითქმის მოქმედებს ზოგ პროვინციაში).

მთავრობამ კი, რა თქმა უნდა, დააგვიანა ზომების მიღება. სულ რაღაც ერთი კვირის წინ დაკეტა ბარები, რომლებიც კლასტერთა ძირითადი წყარო იყო. ახლა კი მისი პოზიცია ესეთია:  არ გვინდა, მაგრამ რა ვქნათ?

ჩემს სამ მეგობარსა და კოლეგას უკვე დაუდასტურდა… მოკლედ, ასეთ სავალალო მდგომარეობაში ვართ. თანაც ვირუსი მუტირებს და კორონაგადახდილებსაც არ აქვთ თავიდან დაავადების აცილების გარანტია, რის გამოც ორმაგად ფრთხოლად უნდა ვიყო…

ერთი სანუგეშო რამ მქონდა – ანტიკვარულ-ბუკინისტური ბაზრობები, და ისიც დამიხურეს. მოკლედ, დეპრესიაში ვარ და ვზივარ კატასავით სახლში”, – წერს გიორგი მამულია.