,,ესებუა და მძევლები ჭიქებს უჭახუნებდნენ და მეგობრობას ეფიცებოდნენ” – ირაკლი ალადაშვილი

,,ესებუა და მძევლები ჭიქებს უჭახუნებდნენ და მეგობრობას ეფიცებოდნენ" - ირაკლი ალადაშვილისამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი და ,,კვირის პალიტრის” ჟურნალისტი, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი გახმაურებულ საქმეს იხსენებს, როცა 1998 წელს ზუგდიდში გაერო-ს 4 წარმომადგენელი მძევლებად აიყვანეს.

,,სამეგრელოში გაერო-ს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი მძევლად აიყვანეს და სოფელ ჯიხაშკარში ჰყავდათ გამოკეტილი. ექსკლუზიური მასალის მოსაპოვებლად, ორმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა ტყე-ღრე შემოვლითი გზებით ვიარეთ, ჯიხაშკარში მებონიას სახლისთვის რომ მიგვეგნო, სადაც გაერო-ს წარმომადგენლები ჰყავდათ მძევლად აყვანილი.

ადგილზე ისეთი სურათი დაგვხდა, რომ მსოფლიოს ისტორიაში მძევლობაგამოვლილი ვერცერთი ადამიანი ვერ დაიკვეხნიდა – მეგრული სტუმართმასპინძლობით გაშლილ სუფრასთან ,,სტოკჰოლმის სინდრომი” ზენიტში იყო ასული: მძევალ-ტერორისტი ერთმანეთს ჭიქას უჭახუნებდა და მეგობრობას ეფიცებოდა…

მსოფლიოს ტერორიზმის ისტორიაში ამ ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ფაქტის ორგანიზატორი კი გოჩა ესებუა გახლდათ, რომელიც 1991 წლიდან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარეს იბრძოდა, მას გაჰ­ყვა ჩეჩ­ნეთ­ში და იქ მო­ამ­ზა­და ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც 1998 წლის 9 თე­ბერ­ვალს შე­ვარ­დნა­ძის კორ­ტეჟს თავს და­ეს­ხა.

ორმა ესებუამ 22 წლის ინტერვალით აიყვანა მძევლები და ორივეს ბრალი წაუყენეს, როგორც ტერორისტებს, მაგრამ არც ერთ ესებუას მძევლებისთვის, საბედნიეროდ, არაფერი დაუშავებია – პირველი ელარჯით უმასპინძლდებოდა მძევლებს, მეორე ხაჭაპურით დანაყრებას არ უშლიდა. 22 წლის წინ გოჩა ესებუა სპეცსამსახურებმა გამოიყენეს (არა მარტო ადგილობრივმა), რათა შევარდნაძის მოკვლით საქართველოში ქაოსი დაწყებულიყო.

იმედია, ბადრი ესებუა არავის დაწერილი სცენარით არ მოქმედებდა და იგი ცოცხალი გადარჩება, რადგან მისი მოგვარე მძევლების მშვიდობიანად განთავისუფლებიდან ცოტა ხანში ალყაში მოაქციეს და ლიკვიდირება მოახდინეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოცხლად დაკავება შესაძლებელი გახლდათ. უბრალოდ იმ ესებუამ ძალიან ბევრი რამ იცოდა…

კვირის პალიტრა