,,ჩემს ქმარს დილაობით ყოფილი ცოლის ზარი აღვიძებს”

,,ჩემს ქმარს დილაობით ყოფილი ცოლის  ზარი აღვიძებს",,სარკე”

ქალები ძალიან ცუდად იქცევიან, როცა კაცებზე სხვადასხვა საშუალებებით მანიპულირებენ. ალბათ ეს გამოცდილი ხერხია, ასე იგდებენ ხელში.

სწორედ ასეთი ქალია ჩემი ქმრის ყოფილი ცოლი. სულ ვფიქრობ, თავის დროზე როგორ დაანგრია ოჯახი. ისეთი ეშმაკია, შეეძლო, ქმარიც ჰყოლოდა და საყვარელიც, მაგრამ, როგორც ჩანს, გაშორება უფრო აწყობდა.

4 წლის გაყრილები იყვნენ, როცა გავთხოვდი, ანუ მათ დაშორებაში მცირე წვლილიც არ მიმიძღვის.

ვიქორწინეთ თუ არა, შვილები ჩვენთან გამოუშვა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თაფლობისთვე მის შვილებთან ერთად გამეტარებინა. ჩემი სულ შურდა.

ახლახან ჩემი მეუღლე პაპა გახდა და ის ქალი ისევ ზღვარს გადადის. მისი ქმარი უცხოეთშია. შვილი და სიძე თავის სახლში გადაიყვანა. დღე არ გავა, ჩემს ქმარს არ დაურეკოს და რაღაცები არ სთხოვოს. დილას ყოფილი ცოლის ზარი აღვიძებს, ჩვენმა ბავშვმა გაიღვიძა, დაელაპარაკეო. ჩვილმა რა უნდა გაიგოს, პაპა ელაპარაკება თუ მეზობლის კაცი?!

ამას წინათ ჩემი ქმარი ტელეფონს გამოშტერებული სახით ჩასჩერებოდა. ვკითხე, რას უყურებ-მეთქი. ჩემს პატარასო, მიპასუხა და ბავშვის ფოტო მაჩვენა, უფრო სწორად, ყოფილი ცოლის.

ამ ქალს ისეთი სურათები ჰქონდა გამოგზავნილი, სადაც თვითონ უკეთესად ჩანდა, ვიდრე ბავშვი, თანაც სექსუალურ პოზებში. ჩემი ქმარი კი ყბაჩამოგდებული ათვალიერებდა. ვუთხარი, ერთი ფოტო მაინც გამოაგზავნოს ისეთი, სადაც მხოლოდ ბავშვი იქნება, თავის ფოტოებს რატომ გაძლევს-მეთქი. ქმარი გამიბრაზდა, სახლიდან გავარდა.

ქმარი ძირითადად პირველ ცოლ-შვილთან არის. მათ ვეღარ ვაშორებ და აღარ ვიცი, რა მოვიმოქმედო.

,,სარკის” მკითხველი