ვინც ქორწილს ვეღარ იხდის, ,,გირჩი” იოლ გამოსავალს სთავაზობს

ვინც ქორწილს ვეღარ იხდის, ,,გირჩი'' იოლ გამოსავალს სთავაზობს,,გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იმ ადამიანებს, რომლებმაც რეგულაციების გამო ქორწილების გადახდა ვერ შეძლეს, გამოსავალს სთავაზობს.

,,წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში. შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და გარდა პარტიული აგიტაციისა და ,,გირჩის’ ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას.

აღნიშნული შეხვედრების ნაწილის ორგანიზებაში გვეხმარებიან მეგობრები, მხარდამჭერები და კომპანიები, რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობის გამოცდილება.

რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში ჩვენ მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მიერ ,,გირჩისთვის” წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა”, – წერს „გირჩი”.