ტრამპი: ,,ჩვენი ვაქცინით დავასრულებთ პანდემიას და ახალ ერაში გადავალთ”

ტრამპი: ,,ჩვენი ვაქცინით დავასრულებთ პანდემიას და ახალ ერაში გადავალთ"აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვირუსის დამარცხების, ვაქცინის გავრცელებისა და ახალ ეპოქაში გადასვლის პირობას დებს. ამის შესახებ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.

-ჩვენ გავავრცელებთ ვაქცინას, ჩვენ დავამარცხებთ ვირუსს, ჩვენ დავასრულებთ პანდემიას და გადავალთ უპრეცედენტო კეთილდღეობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის ახალ ეპოქაში, – აღნიშნა ტრამპმა.

...

მან აქვე, ჩინეთი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

-ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ ქვეყანას, ვინც ეს ჭირი გაავრცელა, ჩინეთს, ვირუსის საწყის ეტაპზე. ჩინეთმა შიდა მოგზაურობა აკრძალა, ხოლო სხვა ქვეყნებში რეისები და მსოფლიოს დაინფიცირება დაუშვა.

ჩინეთმა დაგმო ჩემ მიერ მათ ქვეყანასთან რეისების აკრძალვა, მაშინაც, კი როცა მათ გააუქმეს შიდა ფრენები და საკუთარი მოქალაქეები სახლში გამოკეტეს. ჩინეთის მთავრობა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელსაც ჩინეთი ვირტუალურად აკონტროლებს, ტყუილად აცხადებდნენ, რომ არ არსებობდა ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მტკიცებულება. მოგვიანებით, ისინი მცდარ ინფორმაციას ავრცელებდნენ და ამბობდნენ, რომ უსიმპტომო პაციენტი ვირუსს ვერ გაავრცელებდა. გაერო-მ ჩინეთს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მისი ქმედებების გამო, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ლიდერმა აქვე აღნიშნა, რომ თუკი გაერო-ს სურს, იყოს ეფექტური ორგანიზაცია, მსოფლიოში არსებულ რეალურ პრობლემებზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რომელთა შორისაც არის: ტერორიზმი, ქალების ჩაგვრა, იძულებითი შრომა, ნარკოტიკებით და ადამიანებით ვაჭრობა, რელიგიურ ნიადაგზე დევნა და უმცირესობების ეთნიკური წმენდა.

იპნ