თაკო ჩარკვიანი გურამ შეროზიას: ,,სიკვდილის წინ დაიბარე, დაგბანონ”

თაკო ჩარკვიანი გურამ შეროზიას: ,,სიკვდილის წინ დაიბარე, დაგბანონ"„სანდრო ბრეგაძე რომ პალატაში წამოგორდა კამერების დასანახად – ეგ რატომ გამახსენდა უცებ? ისე ცუდადაა, პალატა, ბანკეტი და შეზლონგი აერია, ასე მოხვდა სამი ერთში: კორონა, მზის სათვალე და კვასკვასა პომადა-კონტური“-დაწერა ბლოგრერმა გურამ შეროზიამ პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანზე, რომელიც დიანა ტრაპაიძის გადაცემაში, პირდაპირ ეთერში საუბრობდა იმაზე, თუ როგორ მოექცნენ მის მოხუც დედას რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

„შიშით ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანური სახე შეიძლება არ დაკარგო ცუდად ყოფნის დროს (ქალმაც და კაცმაც), ნუ, ბლოგერ შეროზიას არ ვგულისხმობ ცხადია. ეს სხვის ყურმოკრულ ინტელექტზე დამყნილი პლაგიატი როგორ გაათამამა უნიჭობამ საოცარია. დროზე, რომ არ ვუთხარით ამ ,,ჰიბრიდს”, რომ მხოლოდ და მხოლოდ ,,ჩიტია” სულხან-საბასი, სხვა არაფერი, აი, ამის ბრალია!

ჰოდა, დროულად უნდა ვუთხრათ ხოლმე ამ მოგონილ ,,ტიპებს”, რომ თავისუფლება რომელიმე შტრიხის მონობა არ არის, აი, ძალიან რომ გტკივა ცხვირში გათხრილი საყურე და რომ ითმენ, ცუდია, მაშინ უნდა გეკეთოს, როცა არ გაწუხებს და მერე ცუდად მყოფი ადამიანების ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება.  მოკლედ, ჰიგიენა კარგია, უნდა დაიბანო ხოლმე, გურამ, ცუდად რომ ხარ, მაშინაც,  გურამ! ნუ გეშინია, „ცუდ ტიპობაში” არ ჩაგეთვლება!

დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ და რო რამე (ყველა სიკვდილის შვილები ვართ) სიკვდილის წინ დაიბარე, დაგბანონ- კარგია“,- წერს თაკო ჩარკვიანი.