თაკო ჩარკვიანი: ,,ჩემს მოხუც დედას ექთნები უყვირიან, გიჟს უწოდებენ”

თაკო ჩარკვიანი: ,,ჩემს მოხუც დედას ექთნები უყვირიან, გიჟს უწოდებენ"პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, სოციალურ ქსელში წერს, რომ რეპუბლიკურ საავადმყოფოში დედამისს, ირმა ჩხეიძეს საშინლად ექცევიან და ეთქნები გიჟს უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი თაკოს დედა და მეუღლე, ბიზნესმენი ჯონი გიგანიც ინფიცირებულები არიან.

,,მე და ჩემი მეუღლე ვწევართ ინფექციურში. ნუ იცით, რომ აქ რემონტი და რაღაც არ არის, მაგრამ უმაგრესი ექიმები, სისუფთავე, გაკრიალებული ყველაფერი. ყველა კორპუსში, გარემონტებულში და ურემონტოშიც ექთნები, პროფესიონალები პასუხისმგებლობით სავსენი არიან. მარინა ეზუგბაია – აი,  თქვენ ( შენ) გენიოსო, მადლობა, ბატონი თენგიზ ცერცვაძე – საოცარი პიროვნება უმაგრესი პროფესიონალი. ბატონი ამირან გამყრელუძე, რომლმაც დიდი ყურადღება გამოიჩინა პირველივე დღეს, კახა ჩომახიძე – უმაგრესი, მარიკა – ექიმი, თამრიკო, საოცარი მზიკო აფხაზავა, ციცო ბოცვაძე, ნინო ახვლედიანი, ნატო ქართველიშვილი,ყველა, ყველა, ვისი გვარიც გავიგე / ყველა ყველა,სასწაული ხალხია.

ჩვენ უფრო ადრე წამოგვიყვანა სასწრაფომ, ხოლო დედა და თაია ცეკვავა და რიტა რევაზიშვილი სასწრაფომ გადაიყვანა რესპუბლიკურში!
აი, ახლა კარგად მომისმინეთ, რესპუბლიკურის მესვეურნო!
გადმომიგზანეს გოგოებმა ფოტოები ჩემი მოვლილი მოხუცის, რომელიც მანამდე ,,პინეოში” იწვა და ასევე მოვლილი და გაკრიალებული ჰყავდათ, რისთვისაც მადლობა სანდრო ცისკარიძეს და მის უმაღლეს პროფესიონალიზმს. ახლა რა ხდება სამ დღეში რესპუბლიკურში?!
კვება (დილის შედის 13 საათზე) ფოტოებს არ ვდებ დედას გამო, მომვლელი – შვილივით მშვიდი რიტა, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა და მხოლოდ ახლა შევაყვანინე დედა მასთან და უფრო მშვიდად ვარ, გაგიჟებულია, 3 დღეში დედა შეიყვანეს ნაწოლებით.

ვიდეოზე ჩამიწერეს, როგორ უყვირიან ექთნები დედას (რომელიც უსინათლოა სრულიად და, ბუნებრივია, ფსიქოლოგიურად ითხოვდა ახსნას, სად იმყოფებოდა, რატომ არ ვიყავი მე მასთან ან რატომ არ იყო იქ მომვლელი). აი,  რატომ ვღელავდი ასე დედაზე, თითქოს გული მიგრძნობდა. მომასმენინეს გოგოებმა, როგორ უწოდებენ მას ,,გიჟს”, ჩემს ტვინით გატენილ დედას, რომელსაც დემენცია არ აქვს და აქვს სრულიად საღი აზროვნება, უბრალოდ უსინათლო მოხვდა მარტო კლინიკაში და, ბუნებრივია, კითხვები ჰქონდა და ფორიაქი.

ყველანაირი მისი წამალი შევაგზავნე, რასაც სვამს. ეს რესპუბლიკური ეკუთვინს საპარტნიორო ფონდს, ხელმძღვანელობას, რომელსაც ასე ჰყავს მიშვებული პერსონალი, არ უნდა იმყოფებოდეს ამ პოსტზე. არიან გამონაკლისი კარგი ექიმები, მაგ. ნათია ცხაკაია, აბო  გვარი არ ვიცი, სამწუხაროდ, მენეჯერი მირანდა კარგი პიროვნება ძალიან).

ახლა მივმართავ რესპუბლიკურის ხელმძღვანელობას, ჩათვალეთ, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ბოლომდე ჩაგყვებით», რომ არ გაბედოთ ადამიანებს და თან პლუს მოხუცებს ოდესმე ასე მოექცეთ (გედი ფოფხაძეს ვუსმინე გუშინ ასევე რესპუბლიკურიდან მათი უმსგავსობისგან  ,,გაგიჟებულს”.  ყველა არამზადა არ შეიძლება ექიმი იყოს, პარტნიორთა ფონდი დიდი ხელფასებით, დავით საგანელიძევ, 28 ათასი ხელფასით როგორ ხართ? ტელევიზიებით მოგადგებით ადგომიდან პირველივე დღეს! რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას მიხედეთ, ხელისუფლებავ! მე მივხედავ მაგის გარანტიას გაძლევთ!” – წერს თაკო ჩარკვიანი.