კორონავირუსით ინფიცირებული „ტვ პირველის” პროდიუსერი ვიკა ბუკია პარტლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეა. როგორც ეკა მიშველაძის ეთერში ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მას ვირუსი ქმრისგან გადაედო. რაც შეეხება ლევან გოგიჩაიშვილს, მისი ინფიცირების წყარო დაუდგენელია.
ვიკა ბუკიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი.
აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა, დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები. წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით, ესეც გამოვარკვიოთ”.
ამირან გამყრელიძის თქმით, ცოლ-ქმარს სიმპტომებიდან მხოლოდ სიცხე გამოუვლინდა.

