ნანა აკობიძე: ,,დღეს მთელი მელიქიშვილი მაკა ასათიანს უყურებდა”

ნანა აკობიძე: ,,დღეს მთელი მელიქიშვილი მაკა ასათიანს უყურებდა"ჟურნალისტი ნანა აკობიძე ბიზნესმენისა და ყოფილი დიზაინერის შესახებ წერს.

,,დღეს მელიქიშვილზე, „ოცნების“ ოფისის წინ მაკა ასათიანი იჯდა. სასიამოვნო იყო იმის ყურება, როგორ უყურებდნენ ლამაზ ქალს გამვლელები და ლამაზი ქალი როგორ ლამაზად ცდილობდა, არ შეემჩნია ამდენი ცნობისმოყვარე მზერა.

ერთადერთხელ მქონდა მაკასთან ინტერვიუ, 15 წლის წინ. თბილისიდან უკვე გადასახლებული იყო შვეიცარიაში და რამდენიმე დღით ჩამოსული, „მარიოტში“ ცხოვრობდა. ეს ფოტოებიც მაშინ გადაიღო ჩვენი გამოცემისთვის იური მეჩითოვმა.

„მიუხედავად იმისა, რომ მაკა სასიამოვნოდ საუბრობს (საუბრისას გულიანად იცინის, საყვარლად იბნევა), იგი მაინც ქალების იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებსაც უნდა უყურო“ – ასე მთავრდებოდა ეს ინტერვიუ. „ჰოდა, მიყურეთ“ – ასეთი იყო ამაზე მაკას ხუმრობანარევი კომენტარი.
ჰოდა, უყურებდა დღეს მთელი მელიქიშვილი ამ სასწაულად ლამაზ ქალს და
„ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი“ – როგორც ვახტანგ ჯავახაძის იმ ლექსშია”, – დაწერა ჟურნალისტმა 24 სექტემბერს.