ლალი მოროშკინამ ექიმები ხსნარებით დაასაჩუქრა – ,,საუკეთესო პროფილაქტიკაა გრიპის წინააღმდეგ, დაავადების შემთხვევაში – უებარი წამალი!”

ლალი მოროშკინამ ექიმები ხსნარებით დაასაჩუქრა - ,,საუკეთესო პროფილაქტიკაა გრიპის წინააღმდეგ, დაავადების შემთხვევაში - უებარი წამალი!"ლალი მოროშკინამ ინფექციური საავადმყოფოები მოამარაგა ევკალიპტის ხსნარით, რომელსაც თავად აწარმოებს. ლალი მოროშკინა ამის შესახებ წერს:

,,USAID-ის დახმარებით, მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, აშენდა უმაგრესი საწარმო სუფსაში, რადგან სუფსის ევკალიპტი უნიკალურია! გამოვუშვით ანტიბაქტერიული და სადეზინფექციო 100% ნატურალური ევკალიპტის ეთერზეთები და სხვა პროდუქცია, რომლებიც, პირველ რიგში, საუკეთესო პროფილაქტიკაა გრიპის წინააღმდეგ, ხოლო დაავადების შემთხვევაში – უებარი წამალი!
ვაჩუქეთ ცოცხალი ევკალიპტები კოლეგებს, ბევრსაც მივწერეთ, გჩუქნით და წაიღეთ-თქო… რავი, მაინც წუწუნს აწვებიან…  ექიმებს სრულად ვამარაგებთ
ნატურალური, ქართული ვერცხლისებრი ევკალიპტის სადეზინფექციო ხსნარებით”.

ლალი მოროშკინას ამ პოსტს ბევრი გამოეხმაურა. ექიმმა ჯაბა ზარქუამ დაწერა:
,,ინფექციურ საავადმყოფო – ალილუია! ლალი მოროშკინას ინფექციური ,,მოუმარაგებია” რაღაცნაირი ევკალიპტისგან ,,დამზადებული” სადეზინფექციო ხსნარით case closed!
საქართველო 1 – კორონა 0.
იმედია, საკმარისი რაოდენობითაა!
პ.ს. ამ პოსტის წერის დროს წარმოვიდგინე, სადმე ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკაში რომ რაღაც გაურკვეველი სუბსტანციით სავსე პლასტმასის ბოცებს მიათრევს იქაური ,,5G კლავს, კორონა – ბლეფია” მოროშკინააბრაზნი ტიპი, წარმოვიდგინე იქაური კლინიკის რეაქცია და… ცოტა მეუხერხულა რაღაც მხრივ”.