,,ხომ გახსოვთ, მაქსი როგორ ვიშვილე, ელენეც ასე ,,ვიშვილე”, სულ ციცქნა იყო, რომ წამოვიყვანე” – მარიამ ბაშარული დიდ ტრაგედიაზე

,,ხომ გახსოვთ, მაქსი როგორ ვიშვილე, ელენეც ასე ,,ვიშვილე", სულ ციცქნა იყო, რომ წამოვიყვანე" - მარიამ ბაშარული დიდ ტრაგედიაზე16 წლის ელენე ბაშარულის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ის ძაღლს ასეირნებდა და ამ დროს დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მის საყვარელი ძაღლიც იქვე მოკვდა. ელენე რუსთავის ნაციონალური მოძრაობის წევრის, მარიამ ბაშარულის ბიძაშვილია. ელენეს ის ზრდიდა, რადგან გოგონა დედამ დაბადებისთანავე მიატოვა.
,,ხომ გახსოვთ, მაქსი როგორ ვიშვილე. ელენეც ასე ,,ვიშვილე”, სულ ციცქნა იყო, რომ წამოვიყვანე და მას შემდეგ ჩემი სული და გული გახდა. ჰოდა, ვიღაც არანორმალურმა, დიდი სისწრაფით მიმავალმა ორივე ადგილზე მომიკლა”, – დაწერა მარიამმა ფეისბუქში.