ხათუნა ხოფერია: ,,გმირი” ვაჟა ექიმის სახელი უკანალზე ,,ნაკოლკით” გქონდათ წაწერილი და ირმამ რა დააშავა?!”

ხათუნა ხოფერია: ,,გმირი" ვაჟა ექიმის სახელი უკანალზე ,,ნაკოლკით" გქონდათ წაწერილი და ირმამ რა დააშავა?!"პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ირმა ინაშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ფეისბუქით ეხმაურება და წერს:

,,ხომ კარგად ხართ?!.. ისეთი არაადეკვატური შეტევა ხორციელდება ირმა ინაშვილზე, იმდენი მოულოდნელი და უსაფუძვლო ბრალდება ისმის, იმდენად დაუნდობელი, დაუნახავი, უღირსი საქციელის მოწმენი გავხდით, რომ სხვა კითხვა არ მიჩნდება!
-ხომ კარგად ხართ?..
არ მივედ-მოვედები ,,ფული სადან” თემას, არც ,,პატრიოტი რატომ დაირქვი” კითხვას… ხატის, ილორის წმინდა მარიამის ხატის გარშემო ატეხილ უბადრუკთა აღშფოთებას შევეხები ზედაპირულად. როგორ ჩაიტანა? ვინ გადაატანინა? ვინ ,,გაკრიშა”?
რა თქვენი საქმეა?! რა იყო, ცუდია, რომ ჩაიტანა?! 30 წლის შემდეგ ქართველმა (რა მნიშვნელობა აქვს, ვინ) ილორის ტაძარში მარიამის ხატი დააბრძანა! ცუდი ქნა რამე? დააშავა რამე? შენ რატომ არ ქენი იგივე? ,,გმირ” ვაჟა ექიმს თუ ჰქონდა უფლება თავის სამშობლოში გადასვლის და ამ გმირობისთვის მისი სახელი შუბლზე და უკანალზე ,,ნაკოლკით” გქონდათ წაწერილი, ირმამ რა დააშავა?! თუ ვიცესპიკერს სამშობლო არ აქვს?! თუ აფხაზეთი პოლიტიკოსისთვის სამშობლო აღარ არის?! თუ ხატის მშვიდობიანი ჩაბრძანება და უკან მშვიდობით დაბრუნება არ ეპატიება?!
ამიტომ გეკითხებით, ხომ ხართ კარგად?!
ახლა ახალი სატკივარი შემოუგდიათ აფხაზ ,,მეგობრებს” – ხატი პრინტიაო და არანაირ საკლესიო ღირებულებას არ წარმოადგენსო. ჰოდა, ქართველებიც აშეარებენ ამ მკრეხელობას, უვიცობას, სიბეცეს და უტვინობას….
ხატი-ხატია… ფერწერულიც, დალამინატებულიც, დაპრინტულიც… აბა, ყველა ხატი ვერ იქნება ნიკიტინის, რუბიოვის, სვიმონ უშაკოვის, ჩვენი ფოკას მონასტრის ოსტატების შესრულებული…

ბევრჯერ მილოცია ტაძარში ,,დაპრინტულ” ხატთან, მიტირია, მოწყალება მითხოვია და… მიმიღია!
ის მაინც გეთქვათ, რომ ხატწერის კანონიკაა დარღვეულიო. არა, პრინტიაო… პრინტი…
აი, მაგიტომ გეკითხებით – კარგად ხართ?!
არა, არ ხართ კარგად!
მე კი მადლობას ვეუბნები ირმა ინაშვილს იმისთვის, რომ:
1 .ჩემი სამეგრელოს მთავარ სალოცავში, ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში მარიამ ღვთისმშობლის ხატი დააბრძანა! (თუნდაც რამდენიმე დღით).
2. რომ ჩააღწია და ქართულად ილოცა!
3. და რაც მთავარია, ილორის ტაძარში დაბრძანებულ ხატს სახელად ილორის წმ. მარიამის ხატი ეწოდა! და ასე დარჩება ჩემი შთამომავლობისთვის!!!
შეგეწიოს, ირმა, წმ. მარიამი!
ილორის წინდა გიორგის ხატი გფარავდეს ამდენი უგუნური მტრისგან!
გამარჯვებულს გევლოს მუდამ შენი სამშობლოს მიწა-წყალზე!”.