,,კარზე დახვდათ ეს საშინელი ნახატი, სადაც ჩემს შვილიშვილზე წერია ეს ტექსტი” – საქმე მუქარის მუხლით აღიძრა

,,კარზე დახვდათ ეს საშინელი ნახატი, სადაც ჩემს შვილიშვილზე წერია ეს ტექსტი" - საქმე მუქარის მუხლით აღიძრაჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის შვილს კართან უცნაური ნახატი დახვდა, სადაც მუქარის შემცველი ნიშნები ჩანს. ოჯახმა პოლიციას მიმართა და საქმე მუქარის მუხლით აღიძრა.

,,მეგობრებო, ყველამ ილოცეთ ქეთევანზე, გთხოვთ, ჩემს შვილიშვილზე. დღეს დილას ჩემი შვილის კარზე დახვდათ ეს საშინელი ნახატი, სადაც ჩემს უფროს შვილიშვილზე წერია ეს ტექსტი. გთხოვთ, ილოცეთ. ისე ცუდად ვარ, ვეღარ ვაზროვნებ…  დიდუბის პოლიციაში საქმე მუქარის მუხლით აღიძრა. მადლობა ყველას, ასევე პატრულსა და პოლიციას ჩვენი მდგომარეობის გულთან მიტანისა და გულისხმიერებისათვის”, – წერს ქეთი სესიაშვილი.