ინგა გრიგოლია: ,,კორონა დაუდასტურდა ჩვენს თანამშრომელს”

ინგა გრიგოლია: ,,კორონა დაუდასტურდა ჩვენს თანამშრომელს"ტელეკომპანია ,,პირველის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წერს:

,,ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ესაა ოჯახური კონტაქტი. უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება”.