საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
,,საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების დღეღამური მაჩვენებელი 9000 კაცია, დღეღამური გარდაცვალება – 30. 84 დეპარტამენტი წითელ ზონაშია, თუმცა ყველაფერი მუშაობს, სკოლები დისტანციურზე არ არიან. არც ერთი სკოლა, უნივერსიტეტი ან ლიცეუმი დაკეტილი არაა და არც დაკეტილა სასწავლო წლის დაწყებიდან. ვატარებთ ნიღბებს, თუმცა ქუჩაში უნიღბოდ დადის ხალხი. იმისათვის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჭედვა არ იყოს, ავტობუსები დაამატეს.. მოკლედ, ასეა საქმე”, – წერს ჟურნალისტი.

