გიორგი გახარია: ,,მეორე ტალღა იწყება, მასწავლებლები არ მიხვიდეთ სასწავლებლებში, თუკი 15 აგვისტოდან აჭარაში იმყოფებოდით”

გიორგი გახარია: ,,მეორე ტალღა იწყება, მასწავლებლები არ მიხვიდეთ სასწავლებლებში, თუკი 15 აგვისტოდან აჭარაში იმყოფებოდით"პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია.

-დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით შემდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს იმიტომ, რომ სრულად ვმართავს სიტუაციას და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ.

მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში, მასწავლებლებს ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან, იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან, – ამბობს გახარია.