დავით ზურაბიშვილი ,,იმედზე”: ,,ერთი მაგათი დედაც… ყველას უფლებაა, იყოს ყ…””

დავით ზურაბიშვილი ,,იმედზე": ,,ერთი მაგათი დედაც... ყველას უფლებაა, იყოს ყ...""დავით ზურაბიშვილი ტელეკომპანია ,,იმედის” ინტერაქტივა გააბრაზა და სოციალურ ქსელში დაწერა:

,,ტვ. იმედმა ინტერაქტივი მომიძღვნა. თქვენ გგონიათ, ვღადაობ? სახაჭაპურეში ვარ, ვაკეში, სადაც დიდი ტელეეკრანი კიდია და ჩართულია იმედზე. უცებ ვხედავ საკუთარ თავს ანფასში, არცთუ მთლად სიმპათიური გამომეტყველებით და ქვევით კი იმედის ლეგენდარული ინტერაქტივია. მეთქი მეჩვენება, მაგრამ არა. ამ დროს ისმის დიქტორის მჭექარე ხმა, რომელიც კითხულობს ინტერაქტივს:

ვინ არის დავით ზურაბიშვილი?
ა) გზააბნეული პოლიტიკოსი
ბ) ხელმოცარული ექსპერტი
გ) ხელმოცარული პოლიტიკოსი
დ) უბრალოდ ხელმოცარული

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ ვღადაობ. შემეძლო ლინკიც დამედო ან ფოტოკადრი, მაგრამ რახან მთლად კარგად არ გამოვიყურები იქ, გადავიფიქრე.

თურმე რაღაც გადაცემა ჰქონიათ ,,ფეისბურგი”, პრეტენზიით პოლიტიკურ სატირაზე და იმის ანონსია. დაინტერესებულებს შეუძლიათ, ნახონ.

ცოტა არ იყოს, გავბრაზდი, რადგან, როგორც მოგახსენეთ, სახაჭაპურეში ვარ ამ დროს და ხალხი თან ხაჭაპურს ჭამს, თან ეკრანს უყურებს და თან მე. ხმამაღლა მაინც არ ჰქონოდათ ჩართული? პლუს დამატებითი ბონუსის სახით ეს ჩემი ინტერაქტივი დიდ სახელისუფლო ექსპერტთან, გია (იგივე ღია) აბაშიძის ინტერვიუს ფონად უდევთ.

ჰოდა, ჯერ ვიფიქრე, დავიკიდებ-მეთქი, რადგან ნამეტანი ქაჯობა იყო და საჯარო ფიგურებზე შეფასებითი მსჯელობის სრული თავისუფლების მომხრე ვარ, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ბოლო გამოკითხვებით ყველაზე მეტი მაყურებელი სწორედ ამ ქაჯებს ჰყავთ და გადავწყვიტე, რაღაც მაინც მექნა.

ამიტომ ვიფიქრე, თუ სასამართლოში არა, ჟურნალისტთა ქარტიაში მაინც ვუჩივლებ-მეთქი, მაგრამ ჩავთვალე, რომ ამას აზრი არა აქვს და თან შეფასებითი მსჯელობაა ბოლო-ბოლო, რაც სიტყვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება, ხოლო გოიმობასა და ქაჯობაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, იყოს ყ@, თუნდაც ის ტვ. იმედში მუშაობდეს.

მერე ვიფიქრე, გავეღადავები და კონტრინტერაქტივს დავდებ-მეთქი ფეისბუქზე შეკითხვით ,,ვინ ადგენს ინტერაქტივებს იმედზე?” –  სავარაუდო პასუხებით:
ა) გზააბნეული სირბახი
ბ) ხელმოცარული სირაკუზა
გ) სირანო დე ხელმოცარული
დ) უბრალოდ სირი.
თუმცა, უკვე დაწერილს რომ გადავხედე, ნამეტანი გაბრაზებულად მომეჩვენა და თან იმ ქაჯობის წილ ოვერრეითად, ანუ ზედმეტ პატივად.

მოკლედ, ვიფიქრე, ვიფიქრე და ბოლოს კარგად რომ დავფიქრდი, ერთი მაგათი დედაც მოვტ@ან-მეთქი ვთქვი და ეს სტატუსი დავწერე.

აი, ასეთი ამბავია”.