,,ა, ბატონო, ვირუსიც გაქვთ და გამხმარი კუჭებიც, რომელიც კიდევ უფრო გაგვიხმება” – გურამ შეროზია

,,ა, ბატონო, ვირუსიც გაქვთ და გამხმარი კუჭებიც, რომელიც კიდევ უფრო გაგვიხმება" - გურამ შეროზიაბლოგერი გურამ შეროზია კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების შესახებ წერს:

,,თან ჩაკეტილები რომ ვართ მთელი ზაფხული და თან მაინც გაგვექცა ვირუსი… სხვა ქვეყნებმა ყველაფერი აღადგინეს, ვირუსთან ერთად ცხოვრებაც ისწავლეს, ჩვენ კიდევ:

– ფიტნეს დარბაზებს არ ვხსნიდით, როცა მარშუტკებში ხალხი ერთმანეთს ეჯდა;
– მარკეტებში ორმეტრიან დისტანციაზე ვღუნავდით ტვინს, როცა კლუბებში ლამის ორსულდებოდა ხალხი ჭეჭყვისგან;
– ქართველი ორკვირიან კარანტის გადის, როცა უცხოელი პირდაპირ შემოდის, თითქოს აი ,ჩვენ ვართ მხოლოდ მიდრეკილი კორონაზე;
– მთელი ზაფხული ემიგრანტმა დედებმა შვილები ვერ ნახეს, ტურისტულ, სასტუმრო და ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს დედა ეტირა. აი, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?

აღარ განვაგრძობ, მაგრამ თან რომ ვუყურებ ჩვენს თავს – უკვე გული მერევა, ასეთი უთავმოყვაროები რანაირად ვართ?!

Aba virusi da sikvdili gindaa? წერდნენ ზომბები, ა, ბატონო, ვირუსიც გაქვთ და გამხმარი კუჭებიც, რომელიც კიდევ უფრო გაგვიხმება, შემდეგი რა იქნება? თან ეს წინასაარჩევნო უბედურებებიც ჯერ კიდევ როდის ვიწინასწარმეტყველეთ?! და მაინც?

Miha hamodi
ედუარდ ადექი!
ან რა ვიცი, რა წყალში გადავვარდე, უკვე ვეღარ ვხვდები, ვისი დანახვაც არ მინდოდა, ლამის ისინი შემაყვარონ”.