51 წლის ქალს დახმარება სჭირდება – ,,მე და ჩემი ქმარი ავარიაში მოვყევით, ჩემი ქმარი დაიღუპა”

51 წლის ქალს დახმარება სჭირდება - ,,მე და ჩემი ქმარი ავარიაში მოვყევით, ჩემი ქმარი დაიღუპა"51 წლის მაია სანიკიძე დახმარებას ითხოვს. ის მძიმე მდგომარეობაშია, წამლების ყიდვის საშუალება არ აქვს და ადამიანების სიკეთის იმედად არის.

,,მე გახლავართ 51 წლის, თბილისიდან. მყავდა მეუღლე და არ მიჭირდა. ვცხვრობდით ქირით და ასე თუ ისე გაგვქონდა თავი. მე და ჩემი მეუღლე 2016 წელს მოვყევით ავარიაში, ის  სამსახურის მანქანით იყო. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მე ხეიბარი დავრჩი.

ვცხვრობ ორხევის დასახლებაში, ჩანტლაძის 45 ნომერში, ქირით, მაქვს პრობლემა ხერხემალზე. გავიკეთე ორი ოპერაცია, მაგრამ არ მიშველა. მყავს ორი შვილი – 14 წლის და 19 წლის.  მაქვს სოციალური შემოსავალი თვეში 120 ლარი. წამლებზე მეხმარება მერიაც და გამგეობაც. ძალიან მრცხვენია, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს, თუ შეიძლიათ, ქირის გადახდაში დამეხმაროთ”, – წერს მაია სანიკიძე.

მისი ანგარიშის ნომერია:

GE39TB7809045064300016