,,თუ სადმე ნახეთ ეს ადამიანები, გთხოვთ, გამოგვეხმაურეთ” – მაია ბერუაშვილს და გიორგი შალამბერიძეს ეძებენ

,,თუ სადმე ნახეთ ეს ადამიანები, გთხოვთ, გამოგვეხმაურეთ" - მაია ბერუაშვილს და გიორგი შალამბერიძეს ეძებენ,,ბაუჰაუსის” ბარი ორი თანამშრომლის დაკარგვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ახალგაზრდების ბოლო ადგილსამყოფელი, რომლის შესახებაც მეგობრებმა იციან, იუსტიციის სახლის მიმართულებით, ვერცხლის ქუჩაა.

გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გუშინ ღამის 5 საათზე გავიდნენ ბარიდან, თუმცა მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

,,გთხოვთ გაავრცელოთ! ვეძებთ გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები, გთხოვთ, რომ გამოგვეხმაუროთ. ჩვენი თანამშრომლები არიან. გუშინ ღამე 5-ზე წავიდნენ ,,ბაუჰაუსიდან” და ამ დრომდე არ ჩანან და ვეძებთ ჩვენც და პოლიციაც”, – წერია pოსტში.