ტატო ხურციძე: ,,ამ ცუგამ გადამარჩინა. ჩემი გმირი!”

ტატო ხურციძე: ,,ამ ცუგამ გადამარჩინა. ჩემი გმირი!"ტატო ხურციძე ფეისბუქში საოაცარ ამბავს ყვება ძაღლზე, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს.

,,ჩემი გმირი! ..სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ დავაპირე სახლში წასვლა. მოშორებით შევნიშნე ძაღლი, რომელიც საკვებს ეძებდა ნაგვის ურნასთან.
მანქანა დავძარი და დავადექი გზას. ძაღლმა ნელ-ნელა ჩემი მიმართულებით დაიწყო წამოსვლა. მეც შევაჩერე, გამოველაპარაკე (ყველა ძაღლს ვესაუბრები).  დავაპირე გზის გაგრძელება თუ არა, წინ გადამიდგა. ჩამოვედი, ისევ დავუწყე საუბარი. მოვძებნე, მანქანაში მქონდა თუ არა სკვები (უმეტეს შემთხვევაში მაქვს ხოლმე ჩაპი). სამწუხაროდ, არ აღმომაჩნდა. დავაპირე თუ არა გზის გაგრძელება,  ისევ წინ გადამიდგა. ბოლოს მისი ნებით ზურგი შემაქცია და წავიდა.
რამდენიმე მეტრი გავიარე და ისეთი ავარია იყო მომხდარი… სამი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეჯახებოდა, სხვა ორი მსუბუქი მანქანა კი ისე იყო დაშავებული…
არ ვიცი, ეს დამთხვევა იყო თუ რა, მაგრამ მე დიდი ზიანისგან მიხსნა ამ ცუგამ. ზოგს ალბათ გაეცინება, მაგრამ, რომ არა ამ ძაღლის წინ გადადგომა, რომ არა მისი საკვების მოძებნა ,ალბათ,ერთ-ერთი მანქანა ჩემი იქნებოდა იმ ნაავარიევი მანქანებიდან”.