ქეთევან კიკნაძე სახლში ვეღარ შედის – ,,ამას მსხვერპლი მოჰყვებოდა, კიდევ კარგი, ღამით მოხდა”

ქეთევან კიკნაძე სახლში ვეღარ შედის - ,,ამას მსხვერპლი მოჰყვებოდა, კიდევ კარგი, ღამით მოხდა"მსახიობი ქეთევან კიკნაძე სახლში ვეღარ შედის, თუ რატომ, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს:

,,10 წელია ვიბრძვი, ხმა მივაწვდინო ვინმე ოფიციალურ პირს, რა დღეში ვართ იაშვილის 7 ნომერში მცხოვრებნი. დაინგრა ეზოს 11 მეტრიანი კედელი  {ტერასა}, რომელზედაც აშენებულია ვიღაცის ჩეჩმა, საიდანაც გადმოედინება კანალიზაციის წყალი 7 ნომრის ეზოში. სად არ ვრეკავდით და ვატყობინებდით, რომ კედელი ინგრევა, ყურადღება არავინ მოგვაქცია, ბოლო-ბოლო დაინგრა და კიდევ კარგი, ეს მოხდა ღამით, თორემ ამას მოჰყვებოდა მსხვერპლი.

აი, ასე ზრუნავენ ხალხზე, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. სტალინთან ახერხებდნენ შესვლას და ხმის მიწვდენას, ამათ არ ეკადრებათ, ტელეფონს არ უპასუხებენ. იქნებ მას აფეთქებენ და მინდა, შევატყობინო. არ არსებობს.

არ ვიცი, სახლში რა მდგომარეობაა, ვერ შევდივართ, ვინაიდან სადარბაზოს კარი ისე გვაქვს ჩაკეტილი, მას ვერავინ გააღებს.

თბილისი დაამსგავსეს ბინძურ ლამაზმანს, რომელიც მხოლოდ პომადას ისმევს და გარეგნულად ლამაზად გამოიყურება”.