,,ქართველებო, გადამირჩინეთ შვილი, გამწარებული დედა ვარ” – პოლონეთში სამუშაოდ ჩასულ ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო

,,ქართველებო, გადამირჩინეთ შვილი, გამწარებული დედა ვარ" - პოლონეთში სამუშაოდ ჩასულ ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები დაეწყოსოციალური ქსელით სულისშემძვრელი ვიდეო  ვრცელდება, თუ როგორ უვლის მოხუცი მამა შვილს, რომელსაც დახმარება სჭირდება. ,,სარკე” ამ ახალგაზრდის დედას, ნინო კობახიძეს დაუკავშირდა.

-ყველა ქართველს გთხოვთ, გადამირჩინეთ შვილი. გამწარებული დედა ვარ. ვისაც საშუალება გაქვთ, დამეხმარეთ, ქართველებო.

მთელი ცხოვრება გაჭირვებული ვიყავი. სამი შვილი სიმწრით გავზარდე. 4 ოპერაცია გავიკეთე ფეხზე. მეუღლე პენსიონერი მყავს… გაჭირვების გამო შვილი 10 მარტს პოლონეთში გავუშვი.  5 დღის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, კარანტინი რომ დაიწყო. ახალჩასულმა ბავშვმა ინერვიულა და იქ  ფსიქიატრიულში დააწვინეს. უპატრონოდ იყო, ძლივს ჩამოვიყვანე პოლონეთიდან.

დღემდე ცუდად მყავს. ფსიქიატრიულის წამლებმა უარეს დღეში ჩააგდო, საშინელი შიშები და ნევროზი აქვს. ექიმები მეუბნებიან, რომ დამატებითი გამოკვლევები სჭირდება, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს. მისი მდგომარეობა დღითიღე უარესდება, – მოუყვა ,,სარკეს” ნინო კობახიძე.

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი, GE88BG0000000592877000, მიმღები რეზო ცქიფურიშვილი.

(იხილეთ ბმული – ვიდეო)