,,პორნოსაიტებს პროგრამულად უზრუნველვყოფთ” – თამარ კობერიძე

,,პორნოსაიტებს პროგრამულად უზრუნველვყოფთ" - თამარ კობერიძე,,პორნოგრაფიულ საიტებს პროგრამულად უზრუნველვყოფთ და ეს საქმიანობა ლეგალურია”, – განაცხადა კომპანია ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ ,,მთავარი არხის” ეთერში.

-ჩვენ ვაკეთებთ პროგრამულ უზრუნველყოფას…და არანაირი შეხება პორნო ინდუსტრიასთან შ.პ.ს ZAG-ს არ აქვს… ჩვენი საქმიანობა საქართველოშიც და ამერიკაშიც ყველანაირად ლეგალურია, ამერიკაში არის ამერიკულად დადასტურებული და შემოწმებული, – განაცხადა თამარ კობერიძემ.

კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ მხოლოდ ციფრებთან აქვთ შეხება, კომპიუტერის ეკანზეც რიცხვებს ხედავენ და კოდის შექმნა პორნოგრაფიული ვიდეოს გადაღებას არ გულისხმობს.

,,ფეისბუქის” შემქმნელს ხომ არ აინტერესებს, თქვენ რა სურათს დადებთ, ხომ არ გაქვთ კავშირი. აი, ზუსტად იგივე მაგალითია… ჩვენ ვართ დეველოპერები. ინჟინერი რომ აშენებს სახლს, ის ხომ არ უყურებს, მერე იმ სახლში რა განთავსდება. ჩვენც ვაშენებთ”, – განმარტავენ კომპანიის თანამშრომლები.