მამა იოანე: ,,შვილებო, დედებს ემიგრანტებად ნუ უშვებთ, ვერ უძლებენ აქაურ ურთულეს სამუშაოს, გული მეწვის”

მამა იოანე: ,,შვილებო, დედებს ემიგრანტებად ნუ უშვებთ, ვერ უძლებენ აქაურ ურთულეს სამუშაოს, გული მეწვის"იტალიაში, რო­მში მოღვაწე არ­ქი­მან­დრი­ტი, იო­ა­ნე ხელაია სოციალურ ქსელით ემიგრანტების შვილებს მიმართავს:

,,შვი­ლე­ბო, ძმე­ბო და დებო, არც ვიცი, რო­გორ მოგ­მარ­თოთ, გთხო­ვოთ, თუ რო­გორ მო­გაწ­ვდი­ნოთ ხმა?! კვი­რა არ გავა, რომ არ და­მირ­ე­კონ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან. ერთი ქა­ლა­ქის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან მე­ო­რე ქა­ლა­ქის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­წევს სი­ა­რუ­ლი და გული მეწ­ვის. ვერ უძ­ლე­ბენ ჩვე­ნი ასა­კო­ვა­ნი დე­დე­ბი აქა­ურ ურ­თუ­ლეს სა­მუ­შა­ოს, გინდ ფი­ზი­კუ­რად, გინდ მო­რა­ლუ­რად. მო­ხუ­ცის მოვ­ლა არ არის იოლი სა­მუ­შაო. ჩვე­ნი დე­დე­ბი იღე­ბენ ამ ჯვარს თა­ვის თავ­ზე და ვერ უძ­ლე­ბენ ასეთ სტრესს.

რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ აქეთ ხდე­ბი­ან მო­სავ­ლე­ლი, ზოგს რა აწუ­ხებს და ზოგს – რა. კე­თი­ლი ინე­ბეთ, ახალ­გაზ­რდე­ბო, შვი­ლე­ბო, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბო და თქვენ წა­მო­დით. თქვენ აი­ღეთ სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და იმუ­შა­ვეთ.

ნუ უშ­ვებთ ასა­კო­ვან მშობ­ლებს, ბე­ბია-ბა­ბუ­ებს ასეთ რთულ გზა­ზე. თქვენ იტ­ვირ­თეთ ეს ჯვა­რი და იშ­რო­მეთ! რად გი­ღირთ ასე­თი შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც მშობ­ლებს ჯან­მრთე­ლო­ბას არ­თმევს?ტკბი­ლი სი­ბე­რის ნაც­ვლად ამ სტრეს­ში ცხოვ­რო­ბენ და მო­ხუ­ცებს აქეთ უვ­ლი­ან! მა­პა­ტი­ეთ, გთხოვთ, ნუ მი­წყენთ. ამ­დე­ნი წე­ლია ამას ვუ­ყუ­რებ, მეც ადა­მი­ა­ნი ვარ, გული მეწ­ვის და ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე,  რომ არ მეთ­ქვა! უფალ­მა უშ­ვე­ლოს ჩვენ ქვე­ყა­ნას! სიყ­ვა­რუ­ლით, მამა იო­ა­ნე”.