ლოლა ციცხვაია: ,,ღრმა შოკი მივიღე! შედევრი გაქრა, მოგლიჯეს, წაიღეს ძეგლის სტატუსის მქონე სადარბაზოდან”

ლოლა ციცხვაია: ,,ღრმა შოკი მივიღე! შედევრი გაქრა, მოგლიჯეს, წაიღეს ძეგლის სტატუსის მქონე სადარბაზოდან"თბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე, ისტორიული ძეგლის მქონე სტატუსის სადარბაზოდან უნიკალური ბუხარი, ხელოვნების ნამდვილი შედევრი მოგლიჯეს. ამის შესახებ ლოლა ციცხვაია წერს;

,,ღრმა შოკი მივიღე ორი დღის წინ, როდესაც ეს დაუჯერებელი ამბავი შევიტყვე. პაოლო იაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ისტორიულ სადარბაზოში, რომლის ღირებულებას ასჯერ ზრდიდა ფოტოზე აღბეჭდილი უნიკალური სილამაზის ბუხარი მეორე სართულის დერეფანში აღმართული მოხსნეს და წაიღეს… გაქრა… გულმა, ბუნებრივია, ვერ მოითმინა და წავედი სანახავად. ჰოი,  საოცრებავ! როგორ უმუშავიათ!
სადარბაზო, რომელიც ძალიან ნათელი იყო, საგანგებოდ დაუბნელებიათ, ბუხრის მოპირდაპირე მხარეს სარკმელი, რომელსაც თეატრალური ფარდა ამშვენებდა, ამოუშენებიათ და საოცარი გარემო შეუქმნიათ ბუხრის გასაქრობად. სადარბაზო ისეა ჩაბნელებული, ისეთი წყვდიადია, მარმარილოს კიბის საფეხურები ძლივს დავლაშქრე… რა ჰქვია ამას, რატომ ხდება?! შედევრი, სილამაზე ძეგლის სტატუსიან სადარბაზოში… გაქრა. მოგლიჯეს და წაიღეს…. იყიდება…. მიყვარს ასეთი ქვეყანა”.

ლოლა ციცხვაია: ,,ღრმა შოკი მივიღე! შედევრი გაქრა, მოგლიჯეს, წაიღეს ძეგლის სტატუსის მქონე სადარბაზოდან" ლოლა ციცხვაია: ,,ღრმა შოკი მივიღე! შედევრი გაქრა, მოგლიჯეს, წაიღეს ძეგლის სტატუსის მქონე სადარბაზოდან" ლოლა ციცხვაია: ,,ღრმა შოკი მივიღე! შედევრი გაქრა, მოგლიჯეს, წაიღეს ძეგლის სტატუსის მქონე სადარბაზოდან"