კორონავირუსიანთან კონტაქტისას გადადების რისკი 5 პროცენტია – რას წერს მაია ბუწაშვილი

კორონავირუსიანთან კონტაქტისას გადადების რისკი 5 პროცენტია - რას წერს მაია ბუწაშვილიექიმი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ  კორონავირუსი შეიძლება ინფიცირებულის ოჯახის წევრებს არ გადაედოთ.

,,ხშირად ადამიანები გაოცებულები არიან იმ ფაქტით, რომ კოვიდის მქონე პაციენტთან კონტაქტში მყოფს არ გამოუვლინდა ინფექცია და ეჭვი უჩნდებათ დიაგნოსტიკის სისწორეში.
კვლევებით დგინდება, რომ კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პირთან კონტაქტში მყოფების საშუალოდ 5% ინფიცირდება, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს კონტაქტების ტიპის მიხედვით.

მაგალითად, უშუალოდ ოჯახის წევრებზე ინფექციის გადაცემის რისკი 10-დან 40%-მდეა; ახლო, მაგრამ არამუდმივი კონტაქტის შემთხვევაში (მაგალითად, თუ ერთად ისადილეს) რისკი საშუალოდ 7%- შეადგენს, ხოლო ნაკლებად ახლო კონტაქტის შემთხვევაში (მაგალითად, შოპინგის დროს), გადაცემის რისკი დაახლოებით 0.6%-ია.
იმ ჯანდაცვის მუშაკებზე გადაცემის რისკი, რომელთაც არ იციან, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ, ანუ ნაკლებად იცავენ სიფრთხილის ზომებს, საშუალოდ 3%-ია”.