ირმა ინაშვილი: ,,კობა დავითაშვილთან ვალში ვართ”

ირმა ინაშვილი: ,,კობა დავითაშვილთან ვალში ვართ"ირმა ინაშვილი კობა დავითაშვილის გუშინდელ პოსტს გამოეხმაურა და დაწერა:

,,იმდენადაა აჩქარებული ჩვენი ცხოვრების ტემპი, იმდენად ვართ დატვირთული ყოველდღიური პრობლემებით, საქმით, ხმაურით, რომ ზოგჯერ ვეღარც ვხედავთ ერთმანეთს. ვერ ვგრძნობთ, ვის ვჭირდებით. ვერ ვაცნობიერებთ, სად უნდა ვიყოთ. ვერ ვგულისხმავყობთ, რა არის მთავარი და რა – მეორეხარისხოვანი. რა მოითმენს და რა – ვერ…

კობა დავითაშვილი იმსახურებს! ის იმსახურებს! ჩვენ უნდა ვხედავდეთ, ვის წინაშე ვართ ვალში… ვის უნდა ვუფასებდეთ ბრძოლას. მადლიერება სათნოებაა. კობა დავითაშვილისთვის მადლობა მე და ჩვენ გვაქვს სათქმელი და არა პირიქით. მისი ჯანმრთელობა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. ეს ჩვენი შვილებისთვის გაღებული მსხვერპლია. კობა, გმადლობ შენ!!!

P. S. ამჯერად კობამ მოგვიხმო. მე მინდა, როცა გაგვიჭირდება ან როცა გაგვიხარდება, მოხმობის გარეშე დავინახოთ ერთმანეთი”.