,,იაშვილის კლინიკაში ბათუმიდან გადმოყვანილი 17 ბავშვი წევს, 4 ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია” – პაატა შარაშენიძე

,,იაშვილის კლინიკაში ბათუმიდან გადმოყვანილი 17 ბავშვი წევს, 4 ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია" - პაატა შარაშენიძეპაატა შარაშენიძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს:

,,მეგობრებო, ამას ვწერ, რადგან გუშინ დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან, სადაც 17 მცირეწლოვანი წევს, საიდანაც 4 უმძიმეს მდგომარეობაშია – გაჩერებული აქვთ ორივე თირკმელი, უკეთებენ დიალიზს ყოველდღიურად, მაღალ სიცხეებს ვერ არეგულირებენ ანტიბიოტიკებით, სხვა სირთულეებთან ერთად ყველა ბავშივ ან ბათუმის მკვიდრია, ან მშობლებთან ერთად დასასვენებლად იყო ბათუმში.

ყველას ორგანიზმშია ნაწლავური ჩხირია – Escherichia col, როგორც ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი, ეს ჩხირი ბავშვების ორგანიზმში წყლის საშუალებით შევიდა, ზღვა თუ დასალევი წყალი, ეს არ ვიცით. ბავშვები 3 წლიდან 11 წლამდე არიან და მართალია, იაშვილის კლინიკაში ყველაფერს აკეთებენ ამ ბავშვებისათვის და მათი ორგანიზმიდან ბაქტერიის გამოსადევნად, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ.

ეს ბავშვები ექიმებთან ერთად ყოველ წუთს ებრძვიან ამ საჩინელ ჩხირს, რომ იცოცხლონ. 17 ბავშვიდან 1 ჩემი დეიდაშვილის შვილია, 3 წლის ალეკუნა, მე არ გთხოვთ დახმარებას ფინანსურად, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ გააზიაროთ პოსტი, რომ სხვა ბავშვები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ, ან დასასვენებლად იმყოფებიან, ან ჩავლენ, მოარიდონ დასალევ წყალს ყველა გზით, რომ ისინი მაინც ავაცილოთ ამ საშინელ ვირუსს თუ ჩხირს, აღარ ვიცი, რა დავარქვა.

საწყისი სიმპტომებია:
მუცლის ღრუში ტკივილი, დიარეა და სიცხე.

ამ სიმპტომების დროს ნუ ენდობით ექიმს, რომელიც გეტყვით, რომ უბრალო გადასხმით განკურნავს ბავშვს, გთხოვთ, მაშინვე მიმართეთ იაშვილის კლინიკას, რადგან ყველა გასული დღე ამძიმებს ბავშვის მდგომარეობას და ხელს უწყობს ვირუსული ჩხირის განვითარებას. მართალია, იაშვილის კლინიკამ უკვე 3 დღეა მიაწოდა ბათუმის ჯანდაცვას ინფორმაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, მათგან ჯერჯერობით რეაგირებას ვერ ვხედავთ მოქალაქეების ინფორმირების კუთხით, სწორედ ამიტომ გთხოვთ თქვენ დახმარებას, მეგობრებო.
ყველას მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ და გთხოვთ გააზიაროთ ეს ინფორმაცია”.

კომენტარებში ერთ-ერთი ქალბატონი წერს:

,,ათი წლის წინ შეხვდა ეგ ჩხირი ჩემს ბიჭს. ზუსტად მაგ დიაგნოზით, გათიშული თირკმლებით იწვა იაშვილში და დიალიზს უკეთებდნენ. მადლობა ღმერთს და ოთარ რუსაძეს იმისთვის, რომ გადარჩა ჩემი ბიჭი. 3 წლის იყო მაშინ და ძალიან მტკივა მაგ ბავშვების ტკივილი. ღმერთი ფარავდეთ”.