ეკა კვესიტაძე: ,,უნდა გავარკვიო, ის უტიფარი ვინ არის, მთელ თბილისს ღამე რომ არ აძინებს”

ეკა კვესიტაძე: ,,უნდა გავარკვიო, ის უტიფარი ვინ არის, მთელ თბილისს ღამე რომ არ აძინებს"ბოლო დღეებში უამრავი პოსტი იდება იმის შესახებ, რომ თბილისში შუაღამისას ხმაურია, მუსიკის ხმა იმის და ხალხს დაძინების საშუალება არ აქვთ. ამ პრობლემაზე წერს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძეც.

,,ერთი ის უნდა გავარკვიო, ვინ არის ის წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო და უტიფარი ხალხი/ორგანიზაცია, რომელიც შაბათ-კვირის ფართს გვიმართავს მთაწმინდაზე და მთელ თბილისს ღამე არ აძინებს. მეორე, ასე მკვდრადშობილი კანონი როგორ მიიღო მერიამ, რომ, როცა 50 ზარი შესდით, 51-საც ეუბნებიან,  დეციბელების გამზომავი აპარატით უნდა მოვიდეთო.

მთელ თბილისში ასე საძინებელ-საძინებელ უნდა იარონ,  ესაა მაგათი საქმე? თან რამდენი არის ჯარიმა არ გაინტერესებთ – 150 ლარი! დაგვცინიან ჩვეულებრივად! თბილისის მერია _ თქვენ მთელ შემადგენლობას მოგასმენინებთ ბასების ხმას მთელი ორი დღე და ღამე და მერე გაინძრევით!”.