,,არასოდეს დაგივიწყებთ” – გიდი, რომელიც შატილის ტურს ხელმძღვანელობდა, დაიღუპა

,,არასოდეს დაგივიწყებთ" - გიდი, რომელიც შატილის ტურს ხელმძღვანელობდა, დაიღუპასაქართველო ხევსურეთში დაღუპულ 17 ადამიანს გლოვობს, 3 კი მძიმე მდგომარეობაშია. დაღუპულთა შირის არის გიდი სერგო გორლიუკოვი. მის შესახებ მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ.

სერგო გორლიუკოვი ტურებს აწყობდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მუშაობდა კომპანია თრეველ.ჯი-ში მუშაობდა.

,,როგორ უნდა ვილაპარაკო სერგოზე წარსულში და როგორ შევეგუო ამ ფაქტს, ადამიანი, რომელიც უამრავი მოგონების ავტორია თითოეული ჩვენგანისთვის. მშვიდად განისვენე, სერგო…” ,,ღმერთო, როგორ დამწყდა გული, რატომ, რატომ? ნათელში იყოს შენი სული, სერგო…”, ,,უუ, სერგოო, რა სამწუხაროა, რამხელა ტკივილია, ყველაზე მაგარო გიდო და კარგო ადამიანო, ასე მგონია,  ვისაც შენთან ერთხელ შეხება ჰქონია, არასდროს დაავიწყდები”, ,,არ მჯერა, სერგოსთან ერთად მოვიარე კაბადოკია, ანტალია, სტამბოლი, ბაქო. ყველაზე გამორჩეული, უთბილესი და უმაგრესი ადამიანი. ყველაზე ყურადღებიანი გიდი. ვისაც ერთხელ მაინც შეხება თუ ჰქონია სერგოსთან, ვერასდროს დაივიწყებს ისეთი პიროვნება იყო. რა სამწუხაროა, რა საშინელებაა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და დაღუპულთა ოჯახებს”, – წერენ სერგო გორლიუკოვის შესახებ.