ვახო სანაია თორნიკე შენგელიას: ,,კაპიტნები მტრის ბანაკში არ გადადიან!”

ვახო სანაია თორნიკე შენგელიას: ,,კაპიტნები მტრის ბანაკში არ გადადიან!"„კაპიტნები მტრის ბანაკში არ გადადიან“ – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ვახო სანაია კალათბურთელ თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა-ში“ გადასვლას.
,,კაპიტანი ხარ. შენ არ ხარ მხოლოდ კალათბურთის ნაკრების წევრი. იმ პარკეტზე შენ მთლიანად საქართველოს კაპიტნობ, მის ღირსებას იცავ, მხედართმთავარიც ხარ და ყველაფერი.

კაპიტნები მტრის ბანაკში არ გადადიან. არც ჯარისკაცი უნდა გადავიდეს, მაგრამ კაპიტანი წარმოუდგენელია. გული მწყდება. არ ვწერ მორალისტის პოზიციიდან. შენ ნაკრებში უნდა გიგულშემატკივროთ. როცა რუსეთს ეხება, იქ სპორტი მხოლოდ სპორტი არაა. საერთოდ, უნდა გავიგოთ, რომ სპორტი ცალკე არ არსებობს. ეს იგივეა, ,,ოერტეზე” გადავიდე და საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტული სიუჟეტები გავუშვა.

რუსეთის არმიელთა გუნდში გადასვლა წარმოუდგენლად მძიმე შეცდომაა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ იმედია, ცხოვრება ყველას მოგვცემს შეცდომების გამოსწორების შანსს”, – დაწერა ვახო სანაიამ.