თეონა ცხომელიძე: ,,ქურდული სიმბოლიკა ახატია, ამ მოზარდმა დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა”

თეონა ცხომელიძე: ,,ქურდული სიმბოლიკა ახატია, ამ მოზარდმა დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა",,კურიერის” წამყვანი, ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე მოზარდის პერანგის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,ეს ფოტო გადაღებულია წელს, მაისში, თბილისში. ბოლო ზარზე _ 17 წლის ბავშვი სკოლას ამთავრებს და პერანგზე რა ახატია? ქურდული სიმბოლიკა. ეს გაატარა მშობელმა, მასწავლებელმა, სხვა ბავშვებმა, დირექტორმა, მანდატურმა, ყველამ. ნორმად მიიღეს.

ესაა არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა.

ხვდებით ხომ, სადაა პრობლემა?”.