,,თამარ ბაჩალიაშვილის ფრჩხილის ფასადაც არ ღირხართ! მისნაირი ათასში ერთი იბადება” – ნუგზარ სულაშვილი

,,თამარ ბაჩალიაშვილის ფრჩხილის ფასადაც არ ღირხართ! მისნაირი ათასში ერთი იბადება" - ნუგზარ სულაშვილითამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულმა გარდაცვალებამ ბევრი კითხვა გააჩინა. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას ანგარიშზე 75 ათასი ლარი ედო, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამ ყველაფერზე საფრნაგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი წერს:

,,ახალი ბოღმიანი კითხვა და ინტერესი: საიდან ასეთ პატარა გოგოს ამდენი ფული? არა – ნიჭი; ენთუზიაზმი; მიზანმიმართულობა; შრომისმოყვარეობა და სხვა ღირებულება… არა!
საიდან ამდენი ფული?!
ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ თამარს საფრანგეთში ორი კომპანია სთავაზობდა მაღალანაზღაურებად სამსახურს მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, სადაც საშუალო ანაზღაურება 7 000-დან იწყება და 25 000-ს სცდება.
ამ მოლაპარაკების უშუალო მონაწილე ჩემი კოლეგა და მეგობარი პროფესორი ბრუნო ნარდინი გახლდათ, რომელთანაც რეკომენდაცია პირადად გავუწიე.
ასაკის მიუხედავად. თამარს აღმოაჩნდა ნიჭი და რესურსი, ემუშავა ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ სამეცნიერო პროექტებში, რომელთა დაძლევაც დიდი პრაქტიკის და ცოდნის სპეციალისტებს შეეძლოთ.
სამწუხაროდ. მან უარი თქვა აღნიშნულ ეტაპზე საფრანგეთში დარჩენაზე.
ასე რომ. სანახობის მოყვარულო მდედრნო და მამრნო, იმას კი ნუ კითხულობთ და ნერვიულობთ, საიდან ამდენი ფული? ის იკითხეთ და იმაზე ინერვიულეთ. რომ მისი სახით დაკარგეთ ,,ახალი ტიპის” ადამიანი, რომელიც ათასში ერთი იბადება.
თამარმა კომპიუტერული ტექნიკის ვაჭრობით კი არა, მაღალი ტექნოლოგიური მეცნიერების ცოდნით და დაუღალავი შრომით მიაღწია მცირედს. დიახ, ხაზს ვუსვამ ,,მცირედს”, რადგან მსოფლიოს შრომით ბაზარზე ის გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე მას უხდიდნენ.
საკუთარ ოლიგარქს დაუთვალეთ თაღლითური გზით ნაშოვნი მილიარდები და არა 23 წლის გოგონას, რომლის ფრჩხილის ფასადაც არ ღირხართ!”