ყარაჯალოში კარანტინი გამოცხადდა, პოლიცია სოფელთან მისასვლელ მეორეხარისხოვან გზებსაც აკონტროლებს

ყარაჯალოში კარანტინი გამოცხადდა, პოლიცია სოფელთან მისასვლელ მეორეხარისხოვან გზებსაც აკონტროლებსკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა. შეიძლება კიდევ ორი სოფელი ჩაიკეტოს.

,,მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

სოფელ ყარაჯალის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.

სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება.

გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი დაინფიცირდა, ერთი  პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 912 ადამიანი, 16  გარდაიცვალა.

ანიტა რაჭველიშვილი: ,,იტალიაში რომ ვამბობ, სახლში დაბრუნებულს კარანტინში მიშვებენ, უკვირთ, ხომ არსებობს 24 საათიანი ტესტებიო”