ნათია ფანჯიკიძე: ,,დიდი დღე იყო ფანჯიკიძეებში, მაიას ავსტრიის მთავრობამ გადასცა ორდენი”

ნათია ფანჯიკიძე: ,,დიდი დღე იყო ფანჯიკიძეებში, მაიას ავსტრიის მთავრობამ გადასცა ორდენი"ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი და, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ავსტრიის მთავრობამ დააჯილდოვა.

,,დღეს დიდი დღე იყო ფანჯიკიძეებში,  მაიას ავსტრიის მთავრობამ გადასცა ორდენი ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების და ავსტრიული კულტურისთვის გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის. ეს ორდენი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯილდოა, რომელსაც ავსტრიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ანიჭებენ გამორჩეულ ადამიანებს.
როგორც უმცროსმა დამ უფროსის დაბადების დღეზე რამე საჩუქარი რომ უნდა ერგოს, ჩემით მივინიჭე სტაფილოს ორდენი.
პ.ს. ახალი კაბა ვერ ჩავიცვი, არ ჩამეტია”, – დაწერა ნათია ფანჯიკიძემ.