ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,გთხოვთ, ილოცეთ, რომ დედაჩემი გადარჩეს”

ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,გთხოვთ, ილოცეთ, რომ დედაჩემი გადარჩეს"ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ყველას სთხოვს, რომ მისი დედისთვის ილოცონ.

,,უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი, უბრალოდ ფაქტი იცის ყველამ. არ ვიცი, ვის რისი გწამთ. ვინ, ვის სთხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ სად ლოცულობთ, თხოვეთ, რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელ სამყაროში”, – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანი თვის ცხოვრებაში დედის დამსახურებას ყოველთვის საჯაროდ აღნიშნავს და ამბობს, რომ უფროსი შვილი სწორედ დედამ გაუზარდა.

-მშობლები ჩემს საქმიანობაში მიწყობდნენ ხელს. ისეთ დროს დამენგრა ოჯახი, როდესაც განათხოვარი ქალის სტატუსი სირცხვილი იყო. ეს მამაჩემისთვისაც რთული ეტაპი იყო, თუმცა მგულშემატკივრობდნენ და მენდობოდნენ. მამაჩემი ისეთ პირობებს მიქმნიდა, რომ არა ხელფასისთვის, არამედ კარიერისთვის შემეძლო მემუშავა.

ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, ჩემი ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება, როდესაც მას ვიხსენებ, პირველ რიგში, ადამიანები მახსენდებიან.

მე მჯერა ასტროლოგიის და როგორც ყველა კირჩხიბი, მეც ნოსტალგიური ვარ და შემიძლია, ნებისმიერ მომენტში უკან დავბრუნდე. მიყვარს ჩემი წარსული თავისი ადამიანებით, შეცდომებით, მიყვარს თითოეული ჩემი ცხოვრებისეული ეტაპი.

ჩემი ბავშვობა წყალტუბოში გავატარე, მწვანე ქალაქში. ცოტა ხნის წინ ვეწვიე სწორედ იმ სკოლას, სადაც ვსწავლობდი, შემიძლია ნებისმიერ მომენტში წავიდე წყალტუბოში და გავაღებინო ჩემი საკლასო ოთახის კარი და ასე დავბრუნდე ბავშვობაში, – ყვება ნანუკა ერთ-ერთ ინტერვიუში.